Belive

ვლადიმირ ვაისი: "ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ყველაფერი გულშემატკივრების დამსახურებაა..."

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა და ამჟამად ბრატისლავის "სლოვანის" 59 წლის სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა - ვლადიმირ ვაისმა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიული გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მიულოცა.

" რა თქმა უნდა, ვუყურე თამაშს და ძალიან ბედნიერი დავრჩი, რომ საქართველოს ნაკრემა შეძლო ევროპის ჩემპიონატზე თამაში - ეს ფანტასტიკური შედეგია.

მათ კარგი მწვრთნელი ჰყავთ, მან ჩემს შემდეგ დიდი სამუშაო გასწია. ბოლო ათი წლის განმავლობაში ფეხბურთი საქართველოში წარმოუდგენელი გულშემატკივრების დახმარებით გაუმჯობესდა. მათ ეს წარმატება დაიმსახურეს და მე ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, არ მინდა ცალ-ცალკე მათზე საუბარი, თუმცა გამოსარჩევია ხვიჩა კვარაცხელია და შესანიშნავი მეკარე - გიორგი მამარდაშვილი. საქართველოს ნაკრებს კარგი გუნდი ჰყავს და ევროპის ჩემპიონატზე დიდია იმის შანსი, რომ სიურპრიზები შემოგვთავაზონ.

როგორ შეიცვალა გუნდი ჩემი წასვლის შემდეგ? ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც შანსი მივეცი, ახლა გაიზარდნენ. გუნდს მეტი გამოცდილება და ხარისხი აქვს. სტილი შეიცვალა - ჩვენ ვთამაშობდით დაცვიდან და სწრაფ კონტრშეტევებზე, ინტელექტუალურ ფეხბურთს ვთამაშობდით.

სამწუხაროდ, ოთხი წლის წინ ჩვენ ვერ დავამარცხეთ ჩრდილოეთ მაკედონია და ბედნიერი ვარ, რომ ეს ცუდი ისტორია არ განმეორდა. ფსიქოლოგიურად ძალიან რთული მატჩი იყო. საქართველოს ნაკრების გულშემატკივრების ბედნიერებას ვუერთდები და მეც ძალიან ბედნიერი ვარ..." - ვლადიმირ ვაისი

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების სათავეში 2016 წლიდან იდგა. მან პირველი მატჩი ყაზახეთთან შინ გამართა და 1:1 დაასრულა, მას შემდეგ კი ეროვნულ ნაკრებში მისი სტატისტიკა შემდეგნაირი იყო - 47 ჩატარებული მატჩი: 16 მოგება, 15 ფრე, 16 მარცხი.

სხვა სტატიები