Belive

მემფის დეპაიმ ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლიონის" და ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელმა მემფის დეპაიმ "ბარსელონას" ინტერესზე კომენტარი გააკეთა. "ჩემი აგენტისგან ამ საკითხის შესახებ ბევრი არაფერი მსმენია. ვიცი, რომ ინტერესი არსებობს, მაგრამ სათქმელი არაფერი მაქვს, რადგან ამის შესახებ ცოტა რამ ვიცი", - თქვა 26 წლის ფეხბურთელმა. რონალდ კუმანის სასურველი ფეხბურთელი “ლიონში” 2017 წლის შემდეგ ირიცხება და მოქმედი კონტრაქტი შემდეგი სეზონის ბოლოს ეწურება. ამრიგად, კატალონიელებს ნიდერლანდელის ხელშეკრულების გამოსყიდვა მოუწევთ და ფრანგულ მხარეს 44 მილიონ ევროს გადაუხდიან. “პსვ ეინდჰოვენის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა შემტევმა “ლიონის” შემადგენლობაში 139 შეხვედრაში 57 გოლი გაიტანა და 43 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

სხვა სტატიები