Belive

"მე უფრო რეალისკენ ვიხრები" - მიულერის აზრით, რეალი სიტის დაამარცხებს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბაიერნის" შემტევმა თომას მიულერმა "რეალსა" და "სიტის" შორის არჩევანი გააკეთა. გერმანელის აზრით, განმეორებით ნახევაფინალურ შევხედრაში მადრიდელები გაიმარჯვებენ და ფინალში სწორედ ისინი ითამაშებენ.

პირველი მატჩს "რეალმა" უმასპინძლმა, რომელიც 1:1 დასრულდა. ყველაფერი "ეტიჰადზე" 17 მაისს გადაწყდება. გვარდიოლას გუნდი აღნიშნულ შეხვედრას 22 მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება. მიუხედავად ამისა, მიულერი მაინც თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზურს "სიტი" ვერ მოიპოვებს.

"თუ ამ ყველაფერს პროფესიონალური თვალსაზრისით განვიხილავთ, მე უფრო რეალისკენ ვიხრები. ორივე გუნდი საოცარ ფორმაშია. მათი თამაშის ყურება დიდი სიამოვნებაა. წინ უმაღლესი კლასის სანახაობა გველის." - განაცხადა თომასმა Bavarian Football Works-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნისა" და "მანჩესტერ სიტის" გზები ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში გადაიკვეთა. "ქალაქელებმა" გერმანელები ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხეს და 1/2 ფინალშიც სწორედ ისინი გავიდნენ.

სხვა სტატიები