"მე ტონი კროოსზე უკეთესი მოთამაშე ვიყავი" - ჯონ ობი მიკელი
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და რეალ მადრიდის ყოფილი ფეხბურთელი ტონი კროოსი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, 36 წლის ლეგენდარული ნახევარმცველი ჯონ ობი მიკელის სიტყვებს პასუხობს.
მოცემულ პოსტზე ჯონი ობი მიკელის ფოტოა გამოსახული და ქვემოთ ასეთი რამ წერია:
ტონი კროოსი საშუალო დონის ნახევარმცველი იყო. მე მასზე უკეთესი მოთამაშე ვიყავი. დიდი განსხვავება ის იყო, რომ რეალ მადრიდში არ ვთამაშობდი.
ჩვენ უნდა შევცვალოთ მენტალიტეტი, რომ რეალ მადრიდის ფეხბურთელები ყველაზე უკეთესები არიან. იმის დანახვა, რომ ნაჩოს მსგავსმა ფეხბურთელებმა ხუთი ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, ცოტა უსამართლოა. - ჯონ ობი მიკელი
ტონი კროოსმა აღნიშნული პოსტი გადააზიარა და 1-წინადადებიანი მოკლე კითხვა დასვა:
და შენ რატომ არ თამაშობდი რეალ მადრიდში? - ტონი კროოსი
ტონი კროოსის სთორი ინსტაგრამზე
ჯონ ობი მიკელი მრავალი ტიტულის მფლობელია, მაგრამ ტონი კროოსს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, ნიგერიელი ფეხბურთელის ტიტულები: 1 აფრიკის თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 2 პრემიერ ლიგის თასი, 1 ევროპა ლიგა, 4 FA CUP, 2 ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი და თურქეთის თასი.
ტონი კროოსის ტიტულებს რაც შეეხება: 1 მსოფლიო ჩემპიონატი, 6 ჩემპიონთა ლიგა, 3 გერმანიის ბუნდესლიგა, 4 ესპანეთის ლა ლიგა, 5 უეფას სუპერთასი, 3 გერმანიის თასი, 6 ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი, 1 გერმანიის სუპერთასი, 4 ესპანეთის სუპერთასი. ინდივიდუალურ ტიტულებს რაც შეეხება, ტონი 2-ჯერ გახდა რეალ მადრიდის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი (2018, 2024).