Belive

აშრაფ ჰაკიმის რეალ მადრიდში დაბრუნება სურს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენის მაროკოელ ვარსკვლავ აშრაფ ჰაკიმის რეალ მადრიდში დაბრუნება სურს, ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი რამონ ალვარეს დე მონი ავრცელებს. წყაროს ცნობით 27 წლის ფეხბურთელი მზადაა ამისთვის ყველა ნაბიჯი გადადგას და კვლავ სამეფო კლუბში იასპარეზოს.

აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომ ჰაკიმის პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და ეს მდგომარეობას ცოტათი ართულებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფეხბურთელთან დაკავშირებით, რეალ მადრიდსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები გაუმჯობესდა.

შეგახსენებთ, რომ აშრაფ ჰაკიმი რეალ მადრიდის აკადემიის აღზრდილია, ხოლო 2017 წელს მთავარ გუნდშიც ვიხილეთ, ამის შემდეგ ის იჯარით დორტმუნდში ასპარეზობდა, ხოლო 2020 წელს მილანის ინტერმა 43 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, მომდევნო წელს კი იტალიურმა გუნდმა მაროკოელი ფეხბურთელი 68 მილიონ ევროდ გაყიდა.

რეალ მადრიდთან ერთად ჰაკიმის არაერთი ტიტული აქვს მოგებული, ის ხანმოკლე პერიოდში ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერთასის, მსოფლიო საკლუბო თასისა და ესპანეთის თასის გამარჯვებული გახდა. მას სამეფო კლუბში ყველა ტურნირის ეგიდით 17 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რა დროშიც 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები