გოლი საჩემპიონო მატჩში | რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ ლანსთან შეხვედრაში?
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენმა ლიგა 1-ის გამოტოვებულ, 29-ე ტურის შეხვედრაში, უშუალო კონკურენტი, ლანსი 2:0 დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონი მეთოთხმეტედ გახდა (ზედიზედ მეხუთედ).
პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მატჩში თავი გოლით გამოიჩინა.
სხვადასხვა ვებგვერდმა ქართველი შემტევის თამაში ასე შეაფასა:
Whoscored - 6,9
Sofascore - 7,1
Flashscore - 6,1
ხვიჩამ, რომელიც ბურთს სულ 45-ჯერ შეეხო, კარში ერთხელ დაარტყა, 12-დან 2 დუელი მოიგო და 30-დან 28 ზუსტი გადაცემა გააკეთა (93%).
პსჟ ლიგა 1-ის დასკვნითი ტურის მატჩს კვირას, 17 მაისს, პარიზთან სტუმრად გამართავს.
🏆 FRENCH CHAMPIONS ! ❤️💙 pic.twitter.com/zxNSDL0Got
— Paris Saint-Germain (@PSG_English) May 13, 2026