პსჟ-ს ტიტულის დაცვა არ გამოუვიდა - ლანსი სუპერთასის გამარჯვებულია!
საფრანგეთის სუპერთასის ფინალი, რომელსაც ლანსი მასპინძლობდა, ადგილობრივი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
ლანსმა ისტორიაში პირველად მოიგო ეს ტიტული - რეკორდსმენი პსჟ კი, რომელსაც თასი 14-ჯერ აქვს მოგებული, ამჯერად ტიტულის გარეშე დარჩა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, პარიზული გრანდი ყველა ფინალის მონაწილე იყო და მხოლოდ მეორედ დამარცხდა (14 შესაძლებლობიდან 12-ჯერ მოიგო - წააგო 2021-ში ლილთან 1:0 და ახლა ლანსთან, ასევე 1:0).
მატჩის ერთადერთი გოლი ფლორიან ტოვენმა, 32-ე წუთზე გაიტანა - მსაჯმა მასპინძელთა ფეხბურთელი, კილიან ანტონიო 39-ზე გააძევა და ამის შემდეგ, ლანსი 10 კაცით იცავდა თავს. მოედანზე რაოდენობა 87-ე წუთზე გათანაბრდა, როცა წითელი ნუნო მენდეშმაც მიიღო.
ხვიჩა კვარაცხელიამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ლუის ენრიკემ ის 70-ე წუთზე შეცვალა.
𝑪𝒉𝒂𝒎𝒑𝒊𝒐𝒏𝒔 𝒅𝒆𝒔 𝑪𝒉𝒂𝒎𝒑𝒊𝒐𝒏𝒔 🏆
— Racing Club de Lens (@RCLens) August 16, 2026
En infériorité numérique pendant 50 minutes, mais solidaires de bout en bout, les Sang et Or dominent le champion d'Europe en titre et remportent le premier #TrophéeDesChampions de l'histoire du club. Bravo Messieurs ! 🤩 #RCLPSG pic.twitter.com/iwkhe8T7Sl