Belive

"მე მხარს პრესტიანის ვუჭერ" - ხოსე ლუის ჩილავერტი

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხოსე ლუის ჩილავეტი ვინისიუსისა და პრესტიანი შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ლეგენდარული პარაგვაელი ამბობს, რომ ვინისიუსმა თავად გამოიწვია მეტოქე და რაც მიიღო სრულიად დამსახურებულია.

ვინისიუსსა და პრესტიანის შორის? მე პრესტიანის გვერდით ვდგავარ. ვინისიუსი პირველი იყო ვინც შეურაცხყოფები დაიწყო. თუ კამერას შეხედავთ პრესტიანის მიმართ გამოთქმულ ფრაზას გარკვევით დაინახავთ.

მეორე მხრივ ხედავთ ვინ დგას ვინისიუსის გვერდით? მბაპე. მბაპეს საუბარი როგორ შეუძლია? ის ღირებულებებზე საუბრობს, როდესაც ტრანსექსუალთან ერთად ცხოვრობს. - განაცხადა ჩილავერტმა

შეგახსენებთ, რომ ლისაბონში გამართული შეხვედრა ბენფიკასა და რეალს შორის დროებით შეწყდა. ფეხბურთელები ერთმანეთს რასისტული შეურაცხყოფის გამო დაუპირისპირდნენ. როგორც ვინისიუს ჟუნიორი ამბობს, პრესტიანიმ მაიმუნი უწოდა.

სხვა სტატიები