Belive

პერიშიჩმა დიდი ისტორია დაწერა | მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი

21 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიის ეროვნულმა ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ლიდერმა, ივან პერიშიჩმა, ხორვატული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა.

პორტუგალიის წინააღმდეგ გატანილი გოლით, შემტევმა ოფიციალურად დაამხო ლეგენდარული დავორ შუკერის რეკორდი და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ხორვატიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ამ დროისთვის პერიშიჩის აქტივში მსოფლიო პირველობებზე უკვე 7 გატანილი გოლია. მან გადაასწრო 90-იანი წლების ხორვატული ფეხბურთის სიმბოლოს, შუკერს, რომელსაც მუნდიალებზე თავი 6-ჯერ ჰქონდა გამოჩენილი.

პერიშიჩი წლებია ხორვატიის „ოქროს თაობის“ შეუცვლელი ფიგურაა და უმნიშვნელოვანეს ტურნირებზე სტაბილურად მაღალ დონეს აჩვენებს. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ეპოქალურ მნიშვნელობას ეროვნული გუნდისთვის.

სხვა სტატიები