მძიმე ტრავმა: ოთარ კიტეიშვილმა მყესი გაიწყვიტა
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ოთარი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემტევი ძალაა და მისი უიღბლობა ყველას ძალიან გვტკივა. ვიმედოვნებთ, რომ ოპერაცია კარგად ჩაივლის და ის მალე დაბრუნდება", - თქვა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა.ოქტომბერში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი შეხვედრისთვის საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კიტეიშვილს ეროვნულ გუნდში უხმო, თუმცა ახლა, ფრანგ სპეციალისტს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწევს.