Belive

მბაპემ ალ ჰილალთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კილიან მბაპეს პოტენციური ტრანსფერი, ავტორიტეტული ფრანგული მედია საშუალებების სპეკულაციის მთავარ თემას წარმოადგენს. უკანასკნელი ცნობების თანახმად, მბაპემ არაბულ კლუბთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა. 

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზულმა გრანდმა, "ალ ჰილალს" ფრანგ ვარსკვლავთან მოსალაპარაკებლად მწვანე შუქი აუნთო. "ალ ჰილალი" სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ 300 მილიონ ევროს იხდიდა, თავად მბაპეს კი 200 მილიონ ევროს სთავაზობდა, რომელიც სარეკლამო ბონუსების სახით, 700 მილიონამდე გაიზრდებოდა.

სოლიდური ფინანსური სარგებლის მიუხედავად, კილიან მბაპემ "ალ ჰილალთან" მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს. რომანო ასევე დასძენს, რომ "პსჟ"-ს წარმომადგენლებს სჯერათ, რომ მბაპემ "რეალთან" საიდუმლო შეთანხმებას უკვე მიაღწია და "ბლანკოსი" ერთადერთი კლუბია, სადაც მას კარიერის გაგრძელება სურს. 

სხვა სტატიები