Belive

მბაპე ზიდანის საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშვნას, ერთი წინადადებით გამოეხმაურა

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში, ზინედინ ზიდანის მოსვლით, ახალი ეტაპი დაიწყო. ზიზუმ დიდიე დეშამი შეცვალა, რომელიც "სამფეროვნებს" თოთხმეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მადრიდის რეალთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მომგები მწვრთნელი, "მამლებს" სექტემბრიდან, ოფიციალურად ჩაიბარებს.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, კილიან მბაპემ, ზიდანს მხარი დაუჭირა. საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი და მადრიდის რეალის ვარსკვლავი, ზიდანის დანიშვნას მოკლე, მაგრამ სიმბოლური გზავნილით გამოეხმაურა.

"კეთილი იყოს შენი დაბრუნება სახლში" - დაწერა მბაპემ ინსტაგრამის ერთ-ერთ სთორიში. ეს ფრაზა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ განსაკუთრებულ პატივისცემასა და სიყვარულს, რომლითაც ზიდანი საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს შორის სარგებლობს.

მბაპე უკვე ოფიციალურად, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანია, რაც ახალი პროექტის ნაწილია - გუნდის აშენება ახალგაზრდა თაობის გარშემო. ამ პროექტს კი ზინედინ ზიდანი უხელმძღვანელებს. ზიდანის დანიშვნა, საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში, მნიშვნელოვანი გარდატეხაა. ახლა მის წინაშე სერიოზული გამოწვევაა. მან გუნდს უნდა შეუნარჩუნოს ის მაღალი სათამაშო დონე, რასაც საფრანგეთმა ბოლო წლებში მიაღწია.ზიდანის მთავარი ამოცანა, ნებისმიერ სანაკრებო ტურნირზე, საფრანგეთის უპირობო ფავორიტობაა.

სხვა სტატიები