ლუის ენრიკემ პსჟ-ს ფეხბურთელს მბაპეს შემთხვევა გაახსენა
პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ბრედლი ბარკოლა გააფრთხილა და მას კილიან მბაპეს შემთხვევა შეახსენა. როგორც ცნობილია, 23 წლის ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურს. მის მიმართ ინტერესს ლონდონის არსენალი და ლივერპული იჩენს, მაგრამ ამ ეტაპზე, ოფიციალურად არაფერია დადასტურებული. იმ შემთხვევაში, თუ ბარკოლა პარიზულ კლუბში დარჩება, მაგრამ ლუის ენრიკეს სათამაშო ხედვებს ვერ მოერგება, დიდი შანსია, ესპანელმა სპეციალისტმა იმ გზას მიმართოს, რაც თავის დროზე, კილიან მბაპეს შემთხვევაში გააკეთა.
ახლა პსჟ ორი არჩევანის წინაშეა. ან ამ ზაფხულს გაყიდოს ბარკოლა 170 მილიონ ევროდ, ან მომავალში, მისი დათმობა უფრო მცირე თანხის სანაცვლოდ მოუწიოს. როგორც ბრიტანული გამოცემა The Athletic წერს, ლუის ენრიკეს, გუნდში მხოლოდ გუნდურად მოთამაშე და კლუბის პროექტის ერთგული მოთამაშეები სურს. იმ შემთხვევაში, თუ პსჟ ბარკოლას სასურველ თანხად ვერ გაყიდის, მოსალოდნელია, რომ ენრიკემ, მომავალ სეზონში, გარემარბის ისედაც მცირე სათამშო დრო კიდევ უფრო შეამციროს.
🚨 Si le PSG n’obtient pas le montant espéré pour Bradley Barcola 🇫🇷, L’ATTAQUANT POURRAIT NE PAS JOUER LA SAISON PROCHAINE !!!! 🤯❤️💙
— Actu Foot (@ActuFoot_) July 28, 2026
Luis Enrique 🇪🇸 ne veut que des joueurs engagés dans son équipe.
🗞️ @TheAthleticFC pic.twitter.com/o1uXHaj31D
ესპანელმა სპეციალისტმა ერთხელ უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია მკაცრი გადაწყვეტილების მიღება და დიდი ვარსკვლავების გარეშე დარჩენაც. მას შემდეგ, რაც კლიან მბაპემ პარიზი დატოვა და მადრიდის რეალს შეუერთდა, ენრიკეს სათამაშო ფილოსოფია, მოედანზე, უფრო თვალსაჩინო გახდა. 56 წლის სპეციალისტი კვლავ თავისი არჩევანის ერთგილი რჩება, საკუთარ საფეხბურთო ხედვას აქტიურად იცავს და მოთამაშეებისგანაც ანალოგიურს მოითხოვს. ამ მიდგომით, პსჟ უკვე ზედიზედ 2 სეზონია რაც უმაღლეს დონეზე თამაშობს. პირადი ეგოსგან დაცლილმა და თავიდან ბოლომდე გუნდურ სისტემაზე ორიენტირებულმა ფეხბურთმა, პარიზულ გრანდს, ზედიზედ ორი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოუტანა.