Belive

მბაპე: "თუ სამართალი არსებობს, ოქროს ბურთს მე ვიმსახურებ..."

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "პსჟ"-ს 24 წლის ვარსკვლავმა - კილიან მბაპემ, ოქროს ბურთის დაჯილდოების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთარი მიღწევებიდან გამომდინარე იგი ოქროს ბურთს იმსახურებს.

კილიან მბაპეს სჯერა, რომ ის 2023 წელს ოქროს ბურთის ღირსეული მფლობელი გახდება, მას შემდეგ რაც კლუბთან და ნაკრებთან ერთად კიდევ ერთი დასამახსოვრებელი წელი გაატარა.

"პსჟ"-სა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი არ განიხილება იმ კამათში, თუ ვინ მოიგებს 2023 წლის ოქროს ბუთს. ამ ჯილდოსთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტები - ლიონელ მესი და ერლინგ ჰოლანდი არიან. ამის მიზეზი კი ის არის, რომ არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ამასთან ერთად მესი ლიგა 1-ის გამარჯვებულიც გახდა. ერლინგ ჰოლანდმა კი "სიტისთან" ერთად ტრებლი (სამივე ტიტული) მოიგო, პრემიერ ლიგის ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გახდა.

მბაპემ კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჰეთ-თრიქი შეასრულა, მან ასევე მოიპოვა ლიგა 1-ის კიდევ ერთი ტიტული და სეზონში 54 გოლი გაიტანა.

"ოქროს ბურთი? ყოველთვის რთულია ინდივიდუალურ ჯილდოზე საუბარი, რადგან საკუთარ თავზე ბევრი დადებითი უნდა ისაუბრო. ვიმსახურებ თუ არა ოქროს ბურთს? რა მნიშვნელობა აქვს ახალ კრიტერიუმებს? თვალის დახამხამება, გოლების გატანა და გავლენის მოხდენა? ვფიქრობ, ამ კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებ. მე ვიტყოდი, რომ დიახ, მაგრამ გადაწყვეტილებას ხალხი იღებს და მე ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

ფინალში უბრალოდ არ გაგვიმართლა, მიუხედავად ჩემი გატანილი 3 გოლისა, ბევრი უსამართლობა იყო, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული ვერ მოვიპოვეთ. მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდი ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება იყო, მაშინ მე საუკეთესო ფორმაში ვიმყოფებოდი. მოედნიდან უთასოდ გასვლა, ძალიან, ძალიან რთული აღმოჩნდა..."

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოებას 2023 წლის 30 ოქტომბერს, საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს.

სხვა სტატიები