Belive

მბაპე: ,,თუ იტალიაში გადავალ, მხოლოდ მილანში ვითამაშებ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფას გუშინდელ დაჯილდოებაზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელს, კილიან მბაპეს, იტალიელმა გულშემატკივარმა სერია A-ში გადასვლა სთხოვა, რაზეც ფეხბურთელმა უპასუხა:

,,თუ იტალიაში გადავალ, მხოლოდ მილანში ვითამაშებ.''

ფიფას გამოკითხვაში მბაპემ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ლეო მესის ჩამორჩა. კილიანი, ასევე, გასული წლის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

მიმდინარე სეზონში 24 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში 29 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები