მაურო იკარდი: "პსჟ-ში ნეიმართან და მბაპესთან ერთად თამაში დიდი პატივია"
5 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ჩემთვის დიდი პატივია ასეთი დონის პროფესიონალებთან ერთად თამაში, კილიანი და ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელების სამეულში შედიან, ისინი ამას ყოველ შეხვედრაში ამტკიცებენ".არგენტინელი ზოგადად პარიზული კლუბის შემადგენლობითაა აღფრთოვანებული.
"დიდი ხანია, რაც ფეხბურთით ვარ დაკავებული, თუმცა ასეთი კარგად დაკომპლექტებული გუნდი არასდროს მინახავს".იკარდიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ პსჟ-ს მთავარი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება.
"მთავარი, რაც კლუბს სურს, ეს არის კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა, რომელიც ჩვენს პირველ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ყველა ასე ვფიქრობთ და ყველა ამას ველოდებით".ფრანგული კლუბი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე "ლაიფციგის" წინააღმდეგ ჩაატარებს.