Belive

მაურისიო პოჩეტინო: "ამ ცუდ ფეხბურთზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ"

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

1/8-ფინალურ დაპირისპირებაში, მასპინძელი ამერიკის ნაკრები ბელგიასთან 1:3 დამარცხდა და მუნდიალზე ასპარეზობას დაემშვიდობა. ამერიკის დამარცხებით, სამივე მასპინძელი ქვეყანა გამოეთიშა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულისთვის ბრძოლას.

მატჩის დასრულების შემდეგ, აშშ-ს ნაკრების არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა - მაურისიო პოჩეტინომ, მარცხზე და თამაშის ხარისხზე პასუხისმგებლობა სრულად თავის თავზე აიღო.

"კარგად ვერ ვითამაშეთ. მატჩის დასაწყისიდანვე თამაშში საერთოდ ვერ ჩავერთეთ. ბელგია ჩვენზე უკეთესი იყო. მათ ეს დაიმსახურეს.

ამ ცუდ ფეხბურთზე მე ვარ პასუხისმგებელი. სამწუხაროა რომ ასპარეზობას გამოვეთიშეთ, თუმცა ძალიან ამაყი ვარ ჩემი გუნდით და ბიჭებით, მინდა მადლობა გადავუხადო მათ ბრძოლისთვის და იმ ბრწყინვალე თამაშისთვის რაც მათ ჯგუფურე ეტაპზე აჩვენეს.

ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომლებიც ყველა თამაშის დროს თითოეულ გამარჯვებასა და ბრძოლაში უდიდეს როლს ასრულებდნენ..." - მაურისიო პოჩეტინო

ასე და ამგვარად, 1/4-ფინალში ასპარეზობას ბელგიის ნაკრები გააგრძელებს, სადაც მათი მეტოქე ესპანეთი იქნება.

სხვა სტატიები