Belive

მაცარი: ,,კვარამ საკუთარ თავში ისევ უნდა იპოვოს ის ბრწყინვალება, რომელიც ჰქონდა''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ, ,,ფიორენტინასთან'' სუპერთასის შეხვედრაზე ისაუბრა:

,,ახლა სატრანსფერო ბაზარს მნიშვნელობა არ აქვს, მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობ. ვცდილობ, ბიჭებშიც სწორედ ეს მენტალიტეტი ჩავნერგო.

ზოგჯერ კარგად ვთამაშობდით, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევდით, ამიტომ ცოტა თავდაჯერებულობა დავკარგეთ. ვფიქრობ, სალერნიტანასთან მოგება ჩვენზე კარგად იმოქმედებს.

გასულ წელსა და ტრავმებზე არ უნდა ვიფიქროთ! საკუთარი თავის დადანაშაულებას აზრი არ აქვს. კვარამ საკუთარ თავში ისევ უნდა იპოვოს ის ბრწყინვალება, რომელიც ჰქონდა, შემდეგ კი ყველაფერი თავისით მოვა. როცა გაიხსნება, ყველაფერი თავის რიტმში ჩადგება, ამისთვის ერთი ნაპერწკალია საჭირო. იმედია, მსაჯებიც ყველაფერს სწორად გააკეთებენ, მაგრამ ამაზე საუბარი არ მსურს.

2012 წლის სუპერფინალი? (მაცარის ნაპოლი იუვესთან 2:4 დამარცხდა) წარსულზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ეს განსაკუთრებული ფინალი იყო. მოდით, წინ ვიყუროთ, ახლა სხვა ამბავია, ეს ნაპოლი იმ გუნდისგან განსხვავდება, კლუბმა დიდი ნაბიჯი გადადგა და ტიტულის მოგებაც შეძლო.

გარსიას მარცხი ფიორენტინასთან? კოლეგის მიერ ჩატარებულ მატჩს არ შევეხები. მართალია, ეს ცუდი თამაში იყო, რადგან სკუდეტოს მოგების შემდეგ, ყველა წაგება მტკივნეულია. ბოლო დღეებში ამ მატჩს ვუყურე, რათა გამეგო, რა გავაკეთო განსხვავებულად. - ვალტერ მაცარი

იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში ,,ნაპოლი'' ,,ფიორენტინას'' შეხვდება. მატჩი ხვალ გაიმართება და 23:00 საათზე დაიწყება.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს ,,ინტერი'' და ,,ლაციო'' ხვდებიან.

სხვა სტატიები