Belive

მატს ჰუმელსმა დორტმუნდის ბორუსია დატოვა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"დორტმუნდი" მატს ჰუმელსთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ის იმას ნიშნავს, რომ გერმანელი მცველი კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად კლუბის ადასტურებს. ჰუმელსის ამჟამინდელი კონტრაქტი ზუსტად 2 კვირაში იწურება.

აღსანიშნaვია, რომ გერმანელი მცველის მომავალს იტალიას აქტიურად უკავშირებენ. "მილანი", "იუვენტუსი" და "რომა" - ეს იმ კლუბების ჩამონათვალია, სადაც შესაძლოა 35 წლის მცველი მომავალ სეზონში ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ ჰუმელსმა "დორტმუნდთან" ერთად ბოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც "რეალთან" დამარცხდა. გერმანელმა მცველმა ყვითელი მაისური 508-ჯერ მოირგო და აქედან 38 შემთხვევაში მეტოქის კარის აღებაც შეძლო.

მატსმა "დორტმუნდის" რიგებში 2 ბუნდესლიგა, 2 გერმანიის თასი და 3 გერმანიის სუპერ თასი მოიგო.

სხვა სტატიები