Belive

მატეუშ კლიხი: "ინტერ მაიამიში გადასვლას არავის ვურჩევ - ეს სრული ჯოჯოხეთია"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და "ატლანტა იუნაიტედის" 35 წლის ყოფილმა ნახევარმცველმა - მატეუშ კლიხმა, MLS-ში წამსვლელ ფეხბურთელებს ურჩია, რომ ინტერ მაიამიში არ გადავიდნენ, რადგან იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი ხდება, რადგან კლუბში ყველაფერს მესი ალაგებს და როგორც თავად არგენტინელს სურს, ყველაფერი ისე ხდება.

"MLS კარგი ჩემპიონატია, მე ძალიან მომეწონა, იქ 3 სეზონის განმავლობაში ვითამაშე, ჯერ დისი იუნაიტედში, შემდეგ კი ატლანტაში.

ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, სანამ მესი ინტერ მაიამიმ მესი არ იყიდა. ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს და ყველა ცდილობს, რომ მესის მოერგოს, რაც ფეხბურთს არ უხდება.

როგორც ჩემი მეგობრებისგან ვიცი, ინტერ მაიამიში თამაში სრული ჯოჯოხეთია, რადგან იქ ყველაფერს მესი წყვეტს. კლუბის მწვრთნელზე და მფლობელზე მეტი ძალაუფლება მას აქვს.

კლუბს, ფაქტობრივად, ლეოს მამა მართავს. ყველა ამაზე საუბრობს და ადრე თუ გვიან, ამას აღარც ფეხბურთელები მოითმენენ." - მატეუშ კლიხი

მატეუშ კლიხი პოლონელი მცველია, რომელსაც პრემიერ ლიგის, კერძოდ კი ლიდსში თამაშის გამოცდილება აქვს, ის ასევე ვოლფსბურგში, კაიზერსლაუტერნში და ტვენტეში თამაშობდა, მოგვიანებით კი კარიერის გაგრძელება MLS-ში, კერძოდ დისი იუნაიტედში გადაწყვიტა, საიდანაც 2 სეზონის შემდეგ ატლანტა იუნაიტედს მიაშურა.

სხვა სტატიები