Belive

მატერაცი: ,,ზიდანმა თავისი მაისური შემომთავაზა, მე კი ვუთხარი, რომ მისი და მერჩივნა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების მცველმა, მარკო მატერაციმ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზინედინ ზიდანთან მომხდარი კონფლიქტი კიდევ ერთხელ გაიხსენა:

,,იმასთან შედარებით, რასაც NBA-ში აკეთებენ, ჩემი ,,თრეშთოქი'' არაფერია. ზიდანმა თავისი მაისური შემომთავაზა, მე კი ვუთხარი, რომ მისი და მერჩივნა. მისგან დარტყმას არ ველოდი, ეს გიჟური საქციელი იყო.

ბევრმა გაზეთმა გამანადგურა, ერთმა ლონდონურმა გამოცემამ ძალიან ცუდი სიტყვებით მომიხსენია, მათ სასამართლო დავა მოვუგე,'' - განაცხადა მატერაციმ IFTV-თან ინტერვიუში.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის დამატებით დროში ზიდანმა მატერაცის თავი ჩაარტყა, რის გამოც მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

სხვა სტატიები