მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ ვილიარეალის გულშემატკივრებს მიმართა
ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში ვილიარეალმა ოსასუნა 2:1 დაამარცხა. 69-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ სადებიუტო გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს მიმართა:
მივესალმები ვილიარეალის გულშემატკივრებს. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის, ჩემი პირველი გოლისთვის და ამ გამარჯვებისთვის. მალე შევხვდებით! - გიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, მან კარში 2-ჯერ დაარტყა და 1 გოლი გაიტანა, 3-ჯერ კარისკენ, ხოლო ერთხელ დარტყმული დაუბლოკეს, ჟორჟს 3-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 2 წარმატებული გამოდგა, ბურთს 32-ჯერ შეეხო, 17 გადაცემიდან 11 ზუსტად შეასრულა, 5 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გაიმარჯვა.
ქართველი ფეხბურთელის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 7.4
Flashscore - 7.3
Whoscored - 7.6
ლა ლიგის ცხრილში ვილიარეალს 10 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზე იმყოფება (3 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 23 სექტემბერს სევილიას წინააღმდეგ გამართავს.
გიორგი მიქაუტაძემ ვილიარეალის რიგებში 3 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი