"მატჩის გოლით დაწყებამ, ვფიქრობ ემოციური კოლაფსი გამოიწვია" - ფათიჰ თერიმი
13 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მარცხი განიცადა და ჯგუფში ნაადრევად ჩარჩა. თურქეთისგან მთელი მსოფლიო მეტს მოელოდა, მაგრამ მოლოდინი აშკარად ვერ გაამართლეს.
ნაკრების თამაში შეაფასა ლეგენდარულმა სპეციალისტმა ფათიჰ თერიმმა, რომელმაც პარაგვაისთვან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
მატჩის გოლით დაწყებამ, ვფიქრობ ემოციური კოლაფსი გამოიწვია, ეს თითქმის ავსტრალიასთან მატჩში გაშვებული მეორე გოლის ასლი იყო. ასეთი მომენტები მნიშვნელოვანია იმისთვის თუ რამდენად ვიყენებთ ჩვენს თამაშის ფილოსოფიას და სტრუქტურას და რამდენად ვაკეთებთ მოწინააღმდეგე ნაკრები გუნდის თამაშის ანალიზს.
ჩვენ ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, ისინი არ კარგავენ ნიჭს, არამედ ისინი კარგავენ თავდაჯერებულობას, ამ ტიპის ემოციურმა ტვირთმა შესაძლოა მოთამაშეეებში გარკვეული ტიპის შფოთვა დატოვოს და თავი კომფორტულად არ იგრძნონ, ამის გამო შესაძლოა მათ სტრესი იგრძნონ და მოედანზე შეცდომები დაუშვან.
მოკლედ რომ ვთქვა იქ არ წავაგებდით, რადგან დომინანტურად ვითამაშეთ. ბურთის ფლობის მაჩვენებელი ჩვენს სასარგებლოდ 70% იყო. თამაშს და ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით. ყველაფერი ჩვენს ხელში იყო, მაგრამ წავაგეთ. პარაგვაისთან გასული თამაშის რწმენით გავედით, რომ ავსტრალიასთან დანაკარგს ავინაზღაურებდით, რომ გავიდოდით მოვიგებდით და ვფიქრობ ეს ფეხბურთელებისთვის დამატებით ტვირთი იყო, მეორე წუთზე გაშვებულმა გოლმა კი ეს კიდევ უფრო დაამძიმა.
სანამ ნიჭიერი ფეხბურთელები კომფორტულად გრძნობენ თავს მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, მაგრამ თუ ტვირთი დააწვებათ, შემდეგ მათ ეს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, ამან კი შეიძლება მოედანზე შეცდომებიც გამოიწვიოს, სწორედ ეს იყო პრობლემა და პირველი თამაშის შემდეგაც ამას ვამბობდი. - ფათიჰ თერიმი - ყოფილი მწვრთნელი
თურქეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფში 2-დან 2 წაგებით ბოლო მე-4 ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. ბოლო შეხვედრას ისინი 26 ივნისს აშშ-ს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, მატჩი 06:00 საათზე დაიწყება.