მასტანტუონო: "ეს არაფერია, მე გაცილებით მეტი შემიძლია"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის რეალისა და არგენტინის ეროვნული ნაკრების 18 წლის შემტევმა - ფრანკო მასტანტუონომ, 'სამეფო კლუბის' მაისურით, ლა ლიგის მე-6 ტურში, ლევანტეს წინააღმდეგ სადებიუტო გოლი გაიტანა.
გოლის გატანისა და მატჩის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა არგენტინელმა ტალანტმა კომენტარი გააკეთა.
'რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი და ემოციებით სავსე ვარ. ჩემი პირველი გოლი მადრიდის რეალის მაისურით არასდროს დამავიწყდება.
გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში, წინსვლას განვაგრძობთ და ვიცით, რომ სეზონი ძალიან გრძელია, ამიტომ ყურადღებით ყოფნა გვმართებს.
ადაპტაციის პერიოდი გრძელდება. მერწმუნეთ, გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია და ამაზე ვმუშაობ - ეს არაფერია იმ ყველაფერთან შედარებითი, რისი გაკეთებაც შემიძლია. დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბს, რომ მეძლევა სათამაშო დრო, ეს ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მწვრთნელს ჩემთან კონკრეტული მოთხოვნები აქვს, მას სურს, რომ ხშირად განვახორციელო დრიბლინგი, დავეხმარო მცველებს, გავაკეთო გამჭოლი პასები და გუნდს შევძინო დინამიკა. მე ალონსოს ვუსმენ და ვცდილობ, ყველა მითითება ზედმიწევნით შევასრულო - ვიცი, რომ ბევრად მეტი მაქვს დასამტკიცებელი" - ფრანკო მასტანტუონო
მადრიდის რეალმა 18 წლის ახალწვეული, ფრანკო მასტანტუონო ზაფხულში დაიმატა. უნივერსალური ნახევარმცველი სამეფო კლუბს 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რივერ პლეიტიდან შეუერთდა.
მას შემდეგ კი არგენტინელმა ნახევარმცველმა 6 მატჩი ჩაატარა, სადაც 1-ხელ შეძლო გოლით თავის გამოჩენა.