მასკოტების კვირეული, მამარდაშვილი და მისი პირადი ასისტენტი
ლა ლიგაში მიმდინარე კვირას 'მასკოტების' კვირეული იყო. საფინალო ღონისძიებას ქალაქ მადრიდში "ლეგანესის" სტადიონმა უმასპინძლა. ღონისძიებამ ესპანეთის საფეხბურთო კლუბების თილისმები გააერთიანა, რომლებსაც ორი სპეციალური სტუმარიც შეურთდა: დელფინი, რომელიც NFL-ის "მაიამი დოლფინსს" წარმოადგენდა და კომოიო - LaLiga Genuine-ის წარმომადგენელი. სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში სულ 18 თილისმა იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ 'ვალენსიას' ღამურამ წინა წლის სპრინტის ჩემპიონობა 'სუპერპეპინოს'- ლეგანესის თილისმას გადააბარა.
🏆🥒 ¡𝗦𝗨𝗣𝗘𝗥𝗣𝗘𝗣𝗜𝗡𝗢 es el campeón de la segunda edición de #LALIGADELASMASCOTAS! pic.twitter.com/tAslCEFXsl
— LALIGA (@LaLiga) April 27, 2025
ვალენსიამ თილისმების კვირეულის ფარგლებში ინდივიდუალური ღონისძიებებიც დაგეგმა. ბოლო საშიანო შეხვედრაში მასკოტის შერჩევით, გიორგი მამარდაშვილს პირადი ასისტენტი დაენიშნა, რაც მცირეწლოვანი ბავშვისთვის დიდი გამოცდილება იყო.