მარტინ ოდეგორი ბაიერნში? ნორვეგიელი ტრანსფერს არ გამორიცხავს
არსენალს შესაძლოა, მარტინ ოდეგორის შესანარჩუნებლად სერიოზული ბრძოლა მოუწიოს. გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიელით, მიუნხენის ბაიერნი ინტერესდება. ოდეგორმა არსენალის ბოლო წარმატებებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. თუმცა, "ალიანც არენაზე" შესაძლო გადასვლის შესახებ ცნობებმა, ჩრდილოეთ ლონდონში შეშფოთება გამოიწვია.
პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონს, კაპიტანთან ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურს. ოდეგორს ამჟამინდელი ხელშეკრულება 2028 წელს ეწურება, თუმცა ლონდონელებს "რეკორდმაისტერის" სატრანსფერო ინტერესის გათვალისწინებაც უწევთ. Sky Germany-ის ცნობით, ბაიერნის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტებთან, რამდენიმე წელია, რეგულარულ კონტაქტს ინარჩუნებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ოდეგორის ლონდონში დარჩენა ყველაზე მოსალოდნელ ვარიანტად მიიჩნევა, არსენალს არ სურს, კაპიტანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, უფასოდ დაკარგოს. შესაბამისად, თუ მხარეები ახალ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, კლუბი, იძულებული იქნება, მომდევნო სეზონში, ფეხბურთელი სარფიანად გაყიდოს.
მიუხედავად იმისა, რომ ოდეგორი მიკელ არტეტას ხელმძღვანელობით, თავს კომფორტულად გრძნობს, გავრცელებული ინფორმაციით, ის "ალიანც არენაზე" გადასვლის შესაძლებლობაზეც ფიქრობს. არსენალი და ბაიერნი ერთმანეთს, სულ ცოტა ხნის წინ, ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
🚨 #Arsenal captain Martin Ødegaard 🇳🇴 would prioritise a move to German giants Bayern Munich next summer, if his contract in North London is not extended 📑 🗞️ [ @SkySports ]
— Arsenal News Channel (@Arsenalnewschan) October 29, 2026
The report goes on to say that whilst Arsenal absolutely want to extend Ødegaard’s contract, the… pic.twitter.com/F5dG7xuK1f