Belive

მარსელოს შვილმა რეალთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელის, მარსელოს 16 წლის შვილმა, ენცო ალვეშ ვიეირამ, დღეს სამეფო კლუბთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ენცო ალვეშს, რომელიც დიდი ტალანტია, რეალში გრძელვადიანი პროექტის ნაწილად მიიჩნევენ.

მარსელოს შვილს ესპანეთის 15, 16 და 17-წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშები.

რეალის აკადემიაში თავდამსხმელმა პირველ 100 მატჩში 105 გოლის გატანა შეძლო, რის გამოც ესპანურმა გამოცემამ, მარკამ, მას ,,გოლების მანქანა'' უწოდა.