Belive

მარკო როისი MLS-ში ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დორტმუნდის "ბორუსიას" ლეგენდარული ნახევარმცველი, მარკო როისი MLS-ში ითამაშებს. გერმანელი ფეხბურთელი, თავისუფალი აგენტის სტატუსით, "ლოს ანჯელეს გალაქსის" შეურთდა' და ჰოლივუდში' 2-ნახევარ წელს გაატარებს.

35 წლის ფეხბურთელმა ბორუსიაში 12 წელი გაატარა. ის კლუბს "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგების შემდეგ დაემშვიდობა. გალაქსიში ისეთ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორებიცაა დევიდ ბექჰემი, სტივენ ჯერარდი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მიუხედავად იმისა, რომ გალაქსი ყველაზე წარმატებული გუნდია MLS-ის ისტორიაში, მათ ტიტული 2014 წლის შემდეგ არ მოუგიათ.

უბრალოდ ფეხბურთის თამაში და გართობა მინდოდა, ახალ კლუბში - ახალი გამოცდილებით. გალაქსის 10 წელია ტიტული არ მოუგია. წელს ჩემპიონობის დაბრუნების კარგი შანსი გვექნნება - ამიტომ ვარ აქ. - განაცხადა მარკო როისმა

სხვა სტატიები