მარკო როისი მესიზე: "მან ყველაფერი 2 წამით ადრე იცის - ის უცხოპლანეტელია"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
MLS-ის 26-ე ტურში, ინტერ მაიამიმ ლოს ანჯელეს გალაქსის უპასუხა და 3:1 მოიგო.
ინტერ მაიამი პირველივე წუთებიდან უდიდეს უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმის ბოლოს 1:0 დაწინაურდნენ, თუმცა ყველაფერი თავდაყირა მას შემდეგ დადგა, რაც მოედანზე ლეო მესი გამოვიდა (46 წუთი). მესიმ ჯერ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, შემდეგ კი ულამაზესი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი,
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა - მარკო როისმა, რომელიც ამჟამად ლოს ანჯელესში თამაშობს, მატჩის შემდეგ ლეო მესიზე და მის ჯადოქრობებზე ისაუბრა.
"ამდენი წლის შემდეგ, ის კვლავ გვაოცებს - მესი მესია, მეტი სათქმელი არაფერია! იმ ჯადოსნურ გოლზე კი... მეორე ტაიმში, როცა ის მოედანზე შემოვიდა, ვიგრძენი, რომ საფრთხე ახლოვდებოდა და უეცრად — უმაღლესი კალიბრის გოლი! დარტყმა სასწაული სიზუსტით გამოირჩეოდა. ტრავმის შემდეგაც კი ისე მოძრაობდა, თითქოს ყველაზე 2 წამით ადრე იცოდა, სად წავიდოდა ბურთი.
როგორ შეუძლია ადამიანს, ეს ყველაფერი წუთებში დაინახოს და შექმნას? მე მას ყურადღებით ვაკვირდებოდი. მას სუსტი წერტილები არ აქვს! როგორც კი გგონია, რომ დაკეტე, ისეთი წარმოუდგენელი მოძრაობით გაოცებს, რომ...
სხვა ნებისმიერ ფეხბურთელზე ვიტყოდი, რომ გაუმართლა, მაგრამ ეს მესია, მისთვის ეს ნორმალურია.
მატჩის ბოლოს მას ვუჩურჩულე: დარწმუნებული ხარ, რომ ადამიანი ხარ? მან უწყინრად გაიღიმა და მითხრა: ეს მხოლოდ დასაწყისია! ეს კაცი არ წყვეტს იმის მტკიცებას, რომ სრულყოფილება ჩვევაა, სასწაულები კი — რუტინა. ის მესია!“
- მარკო როისი
შეგახსენებთ, რომ ინტერ მაიამი MLS-ში მე-5 პოზიციას იკავებს, ლეო მესი კი მიმდინარე სეზონში 19 გატანილი გოლით MLS-ის ბომბარდირია. 19 გოლთან ერთად მესის ანგარიშზე 11 საგოლე გადაცემაა.