მარკო მესინა: "კვარაცხელია მეექვსე პოზიციაზე გაცილებით წინ უნდა გასულიყო"
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების შედეგებმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა, რასაც გულშემატკივრებისა და ავტორიტეტული ექსპერტების მხრიდან განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.
ქართველი შემტევის პოზიციას (მე-6 ადგილი) გამოეხმაურა ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - მარკო მესინა, რომელიც 'CBS Sports'-ისა და 'Paramount+'-ის სპოტული ანალიტიკოსია. მან კვარაცხელიას მიმართ თანაგრძნობა გამოხატა და აღნიშნა, რომ იგი გაცილებით მაღალ პოზიციაზე გასვლას იმსახურებდა.
„გული მწყდება კვარაზე. ის ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე იყო და პერსონალურად ის ფეხბურთელი, რომლის თამაშის ყურებითაც ყველაზე დიდი სიამოვნება მივიღე. მსოფლიო ჩემპიონატის წელი რომ არ ყოფილიყო, ის აუცილებლად მოიგებდა ამ ჯილდოს. მიუხედავად ამისა, იგი მე-6 ადგილზე მაღლა მაინც უნდა ყოფილიყო.“ - მარკო მესინა
I feel for Kvara
— Marco Messina (@IFTVMarco) October 26, 2026
Best player in Champions League last season and personally the player I enjoyed watching the most
If not for a World Cup year he’d have won it. Despite that he should’ve been higher than 6th pic.twitter.com/G6Dj8Y6k0f
მესინას განცხადებით, კვარაცხელიას მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხი და ინდივიდუალური ოსტატობა საკმარისი უნდა ყოფილიყო კიდევ უფრო მაღალი პოზიციის დასაკავებლად, თუმცა სანაკრებო ტურნირის ფაქტორმა საბოლოო ხმისცემაზე გადამწყვეტი როლი ითამაშა.