Belive

მარკ კუკურელია: "ჩემ წინააღმდეგ არიან განწყობილნი იქ ვეღარასდროს ვითამაშებ"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მარკ კუკურელიამ გერმანიის შესახებ ისაუბრა. რეალის მარცხენა მცველის აზრით, გერმანელი გულშემატკივრები ევრო 2024-ზე მომხდარი ინციდენტის გამო, მასზე დღემდე გაბრაზებულები არიან. ბოლო ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გერმანიაში გაიმართა, მეოთხედფინალში "ფურია როხა", "ბუნდესნაკრებს" შეხვდა. ესპანელებმა შეხვედრა 2:1 მოიგეს. გამარჯვების გოლი მიკელ მერინომ გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, კუკურელია გერმანელი გულშემატკივრების სამიზნე გახდა. ნიკოლას ფიულკრუგის დარტყმის შემდეგ, რეალის ფეხბურთელს ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა პენალტი არ დანიშნა. ახალი სეზონის დაწყებამდე, კუკურელიამ შალკეს წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა, სადაც ტრიბუნაზე მყოფი გერმანელი გულშემატკივრები მას მთელი თამაშის განმავლობაში უსტვენდნენ.

მიუხედავად ამისა, 28 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ გულშემატკივრების რეაქციები არ აშინებს. ამ საკითხზე მან Cadena SER-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ჩემ წინააღმდეგ არიან განწყობილნი. სურთ ჩემზე ჯავრი იყარონ. გერმანიაში ვეღარასდროს ვითამაშებ. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. უბრალოდ ვცდილობ ჩემი საქმე გავაკეთო. - მარკ კუკურელია

სხვა სტატიები