Marca | "ყველაფერი გადაწყვეტილია - რეალის ახალი 10-იანი ცნობილია"
ყველაზე პრესტიჟული ესპანური გამოცემა "MARCA"-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბიდან" ლუკა მოდრიჩის წასვლის შემდეგ, ყველაფერი გადაწყვეტილია და ახალი 10-იანი კილიან მბაპე იქნება.
როგორც "MARCA" იუწყება, ყველაფერი იმისთვის არის გაკეთებული, რომ თავად ფრანგ ფორვარდს 10-იანობა სურდა და ამ ყველაფერს ის ემატება, რომ მბაპეს 10-ნომრიანი მაისური გაყიდვებისთვის და ფინანსური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.
აქვე იმასაც ვკითხულობთ, რომ "სამეფო კლუბს" უკვე დაწყებული აქვს მბაპეს 10 ნომრიანი მაისურების დამზადება.
🚨| 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: Le Real Madrid va OFFRIR le NUMÉRO 10 à Mbappé après la CDM des Clubs. @EduAguirre7 ✅🇫🇷 pic.twitter.com/WekaoZ9Y6L
— RMadrid actu 🇫🇷 (@RMadrid_actu) May 27, 2025
აქვე შეგახსენებთ, რომ რეალის 10-ნომრიანი მაისურები შემდეგ ფეხბურთელებს აქვთ მორგებული - ლუკა მოდრიჩი, ხამეს როდგირესი, მესუთ იოზილი, ლასანა დიარა, უესლი სნეიდერი, რობინიო, ლუის ფიგუ, კლარენს ზეედორფი, მიკაელ ლაუდრუპი, ფერნანდო იერო და სხვა.