Belive

Marca: მესის ბარსელონაში დაბრუნება ნაკლებსავარაუდოა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ,,ბარსელონას'' ხელმძღვანელობა ლეო მესის შესაძლო დაბრუნებაზე ალაპარაკდა, ესპანური გამოცემის - Marca-ს აზრით, ამის შანსი მცირეა.

როგორც Marca წერს, იმისთვის, რომ ლეო კატალონიურ გუნდში დაბრუნდეს, არაერთი პრობლემა უნდა მოგვარდეს. არგენტინელი მიიჩნევს, რომ მას ,,ბარსელონას'' პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, უღალატა მაშინ, როცა კლუბის დატოვება მოუწია.

მესის არ მოსწონს, რომ ,,ბლაუგრანას'' ხელმძღვანელობა მასზე დღემდე გამუდმებით საუბრობს. გარდა ამისა, ლეოს დაბრუნების შემთხვევაში, გუნდიდან წასვლა იმ ფეხბურთელებსა და ფუნქციონერებს მოუწევთ, ვისთანაც მას ცუდი ურთიერთობა აქვს. მის გადაწყვეტილებაზე, ასევე, შესაძლოა, ,,ბარსელონას'' რთულმა ფინანსურმა მდგომარეობამაც იმოქმედოს.

მესი ,,ბარსელონაში'' მთელი კარიერის განმავლობაში თამაშობდა. 35 წლის ფეხბურთელმა კატალონიური გრანდი გასული წლის ზაფხულში დატოვა და ,,პარი სენ ჟერმენში'' თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

სხვა სტატიები