Belive

არგენტინაში მესის მეუღლის სუპერმარკეტი გაძარცვეს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ქალაქ როსასიროში მძარცველები თავს დაესხნენ მანქანას, რომელსაც მესის ცოლის, ანტონელა როკუცოს სუპერმარკეტიდან თანხა გადაჰქონდა.

მარკას ინფორმაციით, დამნაშავეებმა 8 მილიონი არგენტინული პესოს წაღება მოახერხეს, რაც დაახლოებით 22 500 დოლარია.

ინციდენტის დროს, მანქანაში როკუცოს ბიძაშვილი და მარკეტის ორი თანამშრომელი იმყოფებოდა.

,,სუპერმარკეტიდან ფულის შესატანად ბანკში მივდიოდით. მათ მანქანის მინები ჩაამტვრიეს და ფულით სავსე ჩანთები წაიღეს. იმ მომენტში, როცა ყველაფერი დაიწყო, გასროლის ხმა გავიგე, გადმოსვლისას კი მანქანაზე ნატყვიარიც დავინახეთ.'' - თქვა ერთ-ერთმა დაზარალებულმა

ადგილზე მისული სამედიცინო პერსონალის თქმით, სუპერმარკეტის თანამშრომლებს რამდენიმე ნაკაწრი აღენიშნებოდათ.

მესის მეუღლის მაღაზიას თავს მიმდინარე წლის მარტშიც დაესხნენ. მაშინ შეიარაღებულმა პირებმა ლეოს მუქარის წერილიც დაუტოვეს: ,,მესი, გელოდებით! პაბლო იავკინიც (როსარიოს მერი) ნარკორეალიზატორია, ამიტომ ის შენზე არ იზრუნებს!''

სხვა სტატიები