Belive

Marca: "ბარსელონა ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ესპანური სპორტული გამოცემა "Marca", ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ბარსელონა 37 წლის პოლონელ ფორვარდს - რობერტ ლევანდოვსკის, ახალ კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს, შესაბამისად ლევანდოვსკისთვის მიმდინარე სეზონი კატალონიურ გრანდში ბოლო იქნება.

ლევანდოვსკის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2026 წლის 30 ივნისს იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კატალონიურ კლუბში ბოლო სეზონს ატარებს - პოლონელი შემტევი მომდევნო ზაფხულში "ბლაუგრანას" დატოვებს.

ამავე წყაროს ცნობებით, ბარსელონა ამ ეტაპზე თავდამსხმელის დამატებას არ გეგმავს. კლუბი აპირებს, ლევანდოვსკის გრძელვადიან შემცვლელად ფერან ტორესი აირჩიოს. ჰანსი ფლიკი ამ სეზონში ესპანელს მეტ სათამაშო დროს მისცემს.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი კატალონიური გრანდის ღირსებას 2022/2023 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც მან 149 ჩაატარა, სადაც 101 გოლის გატანა და 20 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები