Belive

MARCA: "ალონსომ პერესს მორიგი ტრანსფერი მოსთხოვა"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ესპანური სპორტული გამოცემა "Marca"-ს ინფორმაციით, ხაბი ალონსოს კვლავ სურს, რომ 'სამეფო კლუბმა' მორიგი ტრანსფერი განახორციელოს, კონკრეტულად კი ნახევარდაცვის ზონაში.

გამოცემაში ვკითხულობთ, რომ ჩაბი ალონსო ფლორენტინო პერესს კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ ნახევარმცველი დაიმატოს, რადგან დანი სებალოსის წასვლა გუნდის შუა ხაზში არსებულ რესურსს კიდევ უფრო ამცირებს.

ალონსოს აზრით, კრეატიული ნახევარმცველის მოყვანა, რომელსაც შეეძლება თამაშის წაკითხვა, ექნება ტექნიკური და ტაქტიკური განსწავლულობა და შეძლებს თამაშის დალაგებას, გუნდს ძალიან გამოადგება.

ალონსოსთვის არაერთი ვარიანტია მისაღები, საბოლოო გადაწყვეტილება კი პრეზიდენტმა პერესმა უნდა მიიღოს.

მადრიდული გამოცემები იუწყებიან, რომ მთავარ მწვრთნელსა და პერესს შორის კომუნიკაცია ზემოაღნიშნულ საკითხზე ამ დღეებში რამდენჯერმე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბმა" მიმდინარე სეზონის სტარტზე შემდეგი ფეხბურთელები დაიმატა: დინ ჰუისენი, ალვარო კარერასი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი და ფრანკო მასტანტუანო.

სხვა სტატიები