Belive

მანუელ ნოიერი მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტს კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

40 წლის მანუელ ნოიერი მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტს კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს, ინფორმაციას გერმანული გამოცემა BILD ავრცელებს. წყაროს ცნობით კონტრაქტის შესახებ შეთანხმება დასკვნით ეტაპზეა და ძალიან მალე ყველაფერი გაოფიციალურდება.

გამოცემაში ასევე წერია, რომ ორივე მხარის იურისტებს საბოლოო თანხმობა სჭირდებათ, რის შემდეგაც ნოიერი ხელმოწერის დასადებად გუნდის წარმომადგენლებს შეხვდება. ახალი კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე იქნება ძალაში.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერის ახალგაზრდული კარიერა 2001 წელს შალკეში დაიწყო, 2005 წელს კი მთავარ გუნდშიც ჩაირიცხა და 2011 წლამდე ასპარეზობდა, მას შემდეგ კი მიუნხენურ კლუბში გადაბარგდა და ბაიერნის ერთგულია.

მანუელ ნოიერმა თავისი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში უამრავი ტიტულის მოგება მოახერხა, გერმანელს 13 ბუნდესლიგა, 6 გერმანიის თასი, 8 გერმანიის სუპერთასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 უეფას სუპერთასი, 2 ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი აქვს მოგებული. ამას გარდა გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ის 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.

სხვა სტატიები