Belive

მანოლო რომერო: "თუ მესის კიდევ უნდა ოქროს ბურთის მოგება, მადრიდის რეალში გადმოვიდეს..."

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" ყოფილმა სკაუტმა და ესპანურ ფეხბურთთან დაახლოებულმა პირმა - მანოლო რომერომ, მესის მე-8 ოქროს ბურთის მოგების შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ეს უკვე საოცრებაა. მოპოვებული 8 ოქროს ბურთი, სიტყვები არ მყოფნის.

მერე რა, რომ მადრიდის რეალში ვმუშაობდი, ფეხბურთი მიყვარს და უნდა ვაღიარო, რომ მესი საუკეთესოა. ვერც კი ვფიქრობ, ფეხბურთის ისტორიაში ვინმე აჯობებს თუ არა მესის ამ შედეგს.

მესისთან კი კარგი წინადადება მაქვს, თუ მას მე-9 ოქროს ბურთის მოპოვება უნდა, გადავიდეს მადრიდის "რეალში" და მოიგებს. MLS-ში მეცხრე ოქროს ბურთის მოგება შეუძლებელი იქნება, ამიტომ ამისათვის, მას ევროპაში თამაში სჭირდება, სწორედ ისეთ კლუბში, რომელიც ტოპ ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს.

ობიექტურად, მესისთვის რეალი იდეალური ვარიანტი იქნება, თუმცა ვიცი, რომ ის ამ კლუბში არასდროს ითამაშებს..." - მანოლო რომერო

სხვა სტატიები