"მანჩესტერს კიდევ 10 წელი დასჭირდება პრემიერ ლიგის მოსაგებად" - ფერგიუსონი
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა წითელი ეშმაკების რთული პერიოდი ლივერპულის პრემიერლიგურ ჩავარდნას შეადარა, როდესაც მერსისაიდელები 30 წელი ვერ ახერხებდნენ ინგლისის მთავარი ჩემპიონატის ტიტულის მოგებას.
83 წლის შოტლანდიელმა რუბენ ამორიმი შეაქო, მაგრამ მანჩესტერს კიდევ 10 წელი უტიტოლობა უწინასწარმეტყველა.
რუბენ ამორიმი კარგი პიროვნებაა, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან ვსაუბრობ. როდესაც ლივერპული თავისი სიძლიერის პიკში იყო, მართლაც, რომ ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობდა, მათ ევროთასებზე არაერთი ტიტული მოიგეს, მაგრამ 30 წელი დასჭირდათ, რომ პრემიერ ლიგა მოეგოთ (1990-დან 2020 წლამდე). ახლაც იგივე სიტუაციაა, მანჩესტერს კიდევ 10 ან 11 წელი დასჭირდება პრემიერ ლიგის მოსაგებად. - სერ ალექს ფერგიუსონი
თავის მხრივ რუბენ ამორიმი ფერგიუსონის კომენტარს გამოეხმაურა:
რა თქმა უნდა მას ჩემზე უკეთ ესმის ფეხბურთი, განსაკუთრებით ინგლისური, მაგრამ არა მგონია პრემიერ ლიგის მოსაგებად ამდენი დრო დაგვჭირდეს. არ ვიცი შემდგომ პერიოდში ვინ იქნება მწვრთნელი, თუმცა გულწრფელად მჯერა, რომ მომდევნო წლებში ტიტულისთვის ბრძოლას შევძლებთ. - რუბენ ამორიმი
Sir Alex Ferguson prédit encore 10 ans sans titre en Championnat pour Manchester United
— L'Équipe (@lequipe) December 19, 2025
➡️ https://t.co/RCRvEIrefM pic.twitter.com/GfIz7oZ9xY
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგის ცხრილში 26 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს (7 მოგება, 5 ფრე, 4 მარცხი). წითელი ეშმაკები მომდევნო შეხვედრას 21 დეკემბერს, ასტონ ვილას წინააღმდეგ გამართავენ.