ჰარი მაგუაიერმა მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
13 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ იუნაიტედის ცენტრალურმა მცველმა, ჰარი მაგუაიერმა გუნდთან ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
წინა კონტრაქტი 2025/26 წლების სეზონის შემდეგ იწურებოდა, მაგრამ მაიკლ კერიკის მწვრთნელობით, ხარისხიანი თამაშის შემდეგ, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მაგუაიერისთვის ახალი პირობები შეეთავაზებინა.
"მანჩესტერ იუნაიტედის წევრობა უდიდესი პატივია. ეს არის პასუხისმგებლობა, რომლითაც მე და ჩემი ოჯახი ყოველდღიურად ვამაყობთ. მოხარული ვარ, რომ კარიერას ამ წარმოუდგენელ გუნდში ვაგრძელებ და ჩვენი განსაკუთრებული გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობ, რათა კიდევ უფრო მეტი საოცარი მომენტი შევქმნა", - ამბობს ჰარი მაგუაიერი.
ჰარი მაგუაიერი მანჩესტერ იუნაიტედში 2019 წლის ზაფხულის შემდეგ თამაშობს და 266 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე პასი გაკეთებული. 33 წლის მცველმა გუნდთან ერთად ინგლისის ასოციაციის და ლიგის თასი მოიგო. ამ სეზონში, მაიკლ კერიკის გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებისთვის იბრძვის.