პრემიერლიგის ორი გამორჩეულად ტიტულოვანი გუნდი 6 ტურის შემდეგ ევროზონიდან საკმაოდ შორს იმყოფება. "არსენალს" 11, ხოლო "მანჩესტერს" 8 ქულა აქვს და შესაბამისად მერვე და მეთერთმეტე ადგილზეა.
წითელმა ეშმაკებმა 2 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და ამდენივეში დამარცხდნენ. ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა ჯამში 8 გოლი გაიტანეს და ორით ნაკლები მიიღეს. რაც შეეხებათ "მეთოფეებს", მათ 3 შეხვედრა მოიგეს და "უოტფორსა" და "ტოტენჰემთან" ნათამაშები ფრის შედეგად 2 ქულაც მიიმატეს. უნაიემერის გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა ამ სეზონში 11 ბურთი შეაგდეს და 10 საკუთარ კარში მიიღეს.
ბოლო ტურში, "არსენალმა" პრემიერლიგაში დაბრუნებული "ასტონ ვილა" მიიღო და 3:2 მოუგო, ხოლო "მანჩესტერმა" კიდევ ერთ ლონდონურ კლუბ "ვესტ ჰემთან" სტუმრად - 0:2 წააგო.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო 10 პრემიერლიგურ მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.
"არსენალის" მიერ პრემიერლიგაში ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.
"არსენალმა" პრემიერლიგის ბოლო ოთხ შეხვედრაში სულ მცირე 2 გოლი გაუშვა, აქედან სამში კი მინიმუმ 2 შეაგდო.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდების ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან 3 "მანჩესტერმა" მოიგო.
ამ დაპირისპირების მასპინძლებმა საშინაო არენაზე 2003 წლის შემდეგ ჩატარებული 22 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო - "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერი" ბოლოს 2015 წელს - 1:2 დამარცხდა (ასოციაციის თასზე), მას მერე გუნდები ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ.
პრემიერლიგის არსებობის ისტორიაში, "არსენალმა" ერთ-ერთი ყველაზე დიდი სხვაობით სწორედ ოლდ ტრაფორდზე, 2011 წელს წააგო - 2:8.
გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2019 წელს, "ემირეიტსზე" დაუპირისპირდნენ, სადაც არსენალმა მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა.
დანაკლისი
მასპინძლებს გუნდის ორ წამყვან შემტევთან მარკუს რაშფორდსა და ენტონი მარსიალთან ერთად ტრავმის გამო დიეგო დალოტი, ერიკ ბაილი, ტიმოთი ფოსუ-მენსა და ანხელ გომეში დააკლდებათ. შესაძლოა ვერ ითამაშონ პოლ პოგბამ და ლუკ შოუმაც.
მეტოქესთან შედარებით, არსენალის ლაზარეთი არც ისე დიდია. უნაიემერი ალექსანდერ ლაკაზეტის და ემილი სმიტ-როუს ვერ გამოიყენებს.
სავარაუდო შემადგენლობა
"მანჩესტერი": დე ხეა - იანგი, მაგუაირი, ლინდელოფი, ვან-ბისაკა - მაკტომინეი, მატიჩი, პოგბა - ჯეიმსი, გრინვუდი, მატა.
მთავარი მწვრთნელი - ოლე გუნარ სოლსკიაერი (ნორვეგიელი).
"არსენალი": ლენო-ჩემბერსი, სოკრატისი, ლუისი, კოლაშინაცი - გენდუზი, ჯაკა, პეპე, სებასლიოსი, ნელსონი - ობამეიანგი.
მთავარი მწვრთნელი - უნაიემერი (ესპანელი).
მსაჯი
პრემიერლიგის მეშვიდე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ დაპირისპირებას 48 წლის ინგლისელი არბიტრი კევინ ფრენდი განსჯის. გამოცდილმა მსაჯმა ამ სეზონში პრემიერლიგის ოთხ, ყველა ტურნირზე კი 6 შეხვედრას უხელმძღვანელა და ყველა მათგანში ბარათი სულ მცირე 3-ჯერ გამოიყენა.
საინტერესო ფაქტები
2006/07 წლების სეზონის შემდეგ, "არსენალს" "მანჩესტერთან" მიჯრით მეორე გამარჯვების მოპოვების შანსი პირველად აქვს.
ის ბოლო სამივე შეხვედრა, რომელიც "არსენალმა" "მანჩესტერს" სტუმრად მოუგო, კვირის განსხვავებულ დღეებში გაიმართა - ოთხშაბათს, შაბათს და კვირას.
"არსენალის" ბოლო ოთხ პრემიერლიგურ მატჩში 11-მეტრიანი დარტყმა დაინიშნა. თუ იგივე "მანჩესტერთან" შეხვედრაშიც მოხდება, "არსენალი" ტურნირის ისტორიაში ამ მაჩვენებლით მეექვსე გუნდი გახდება. საინტერესოა ისიც, რომ "მანჩესტერმა" მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი - 4 პენალტი გაიტანა, ხოლო "არსენალმა" ყველაზე მეტი გაუშვა (3).
"მანჩესტერმა" ბოლო 6 საშინაო შეხვედრიდან 3 წააგო, იმდენივე, რამდენიც წინა 52-ში.
"არსენალმა" პრემიერლიგის ბოლო ოთხ შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი გაუშვა, ზედიზედ ხუთჯერ ასეთი რამ მეთოფეებს 1985 წლის აგვისტოში დაემართათ.
ჯესი ლინგარდს "არსენალის" კარში "მანჩესტერის" მაისურით 4 გოლი აქვს გატანილი, ამაზე მეტი ინგლისელს არცერთი სხვა გუნდისთვის არ გაუტანია.
პიერ-ემერიკობამეიანგმა პრემიერლიგის ბოლო 13 მატჩში 13 გოლი გაიტანა.