Belive

მანჩესტერ სიტიმ პირველი ხუთეულის გუნდებთან ვერცერთი შეხვედრა ვერ მოიგო

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" ინგლისის პრემიერლიგის პირველ ხუთეულში მყოფ გუნდებთან, მიმდინარე სეზონში, თამაში არ მოუგია. "ქალაქელებმა" "ლივერპულთან" ორივე შეხვედრაში ფრედ (1:1) ითამაშეს. "ეტიჰედზე" "არსენალთან" (0:0) დასრულდა, სტუმრად "ემირეიტზე" კი მეთოფეებმა სიტის (1:0) მოუგეს. პირველი წრის შეხვედრა "ტოტენჰემთან" (3:3) და აქაც ფრე, ხოლო "ასტონ ვილამ" სიტი ბირმინგემში (1:0) დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ დიდი ექვსეულის გუნდებიდან გვარდიოლამ მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" მოუგო, "ჩელსისთან" კი ორივე შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა, ჩელსი ამ დროისთვის მე-11 ადგილზე იმყოფება.

პირველი ფავორიტი ლივერპულია, მეორე კი არსენალი. ჩვენ მესამენი ვართ და პრემიერლიგის მოსაგებად საკუთარ თავზე აღარ ვართ დამოკიდებული - გვარდიოლას განცხადება არსენალთან (0:0) შემდეგ

მანჩესტერ სიტიმ, ჩემპიონატის მოწინავე პოზიციაზე მყოფ გუნდებს, გასულ სეზონში, ძალიან აჯობა. პრემიერლიგის ხუთეულთან მხოლოდ ერთი თამაში წააგეს (1-0 ლივერპულთან) და შესაძლო 24 ქულიდან 19 აიღეს. მკვეთრად განსხვავებული სიტუაციაა მიმდინარე სეზონში. სიტის მეორე თამაშები მხოლოდ ასტონ ვილასთან და ტოტენჰემთან დარჩა (ტოპ 5-ის გუნდები) და ნებისმიერი ქულის დაკარგვა სიტისთვის მიზანს კიდევ უფრო მიუღწევადს გახდის. ამ მომენტში, გვარდიოლას გუნდს 64 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, სიტი 1 ქულით ჩამორჩება არსენალს, 3-ით კი ლივერპულს.

სხვა სტატიები