Belive

მანჩესტერ სიტიმ კლაუდიო ეჩევერის ტრანსფერი გააოფიციალურა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტიმ" კლაუდიო ეჩევერის ტრანსფერი გააოფიციალურა. პრემიერ ლიგის გრანდმა არგენტინელი ტალანტის სანაცვლოდ €14.5 მილიონი გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ "ელ დიაბლიტომ" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და "მანჩესტერ სიტის" ღირსებას 2028 წლის ივნისამდე დაიცავს, თუმცა, მიმდინარე სეზონის დასრულებამდე "რივერ პლეიტში" დარჩება და "სიტის" მხოლოდ მომავალი წლის იანვარში შეუერთდება.

2006 წელს დაბადებული კლაუდიო ეჩევერი ამპლუით შემტევი ნახევარმცველია. მიმდინარე სეზონში ეჩევერიმ "რივერ პლეიტის" მაისური უკვე 5 მატჩში მოირგო.


სხვა სტატიები