"მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა გადაწყვეტილი მქონდა" - რობერტ ლევანდოვსკი
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პოლონეთის ეროვნული ნაკრების და ბარსელონას ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკიმ BBC Sport-თან ინტერვიუ ჩაწერა, 36 წლის ფორვარდმა თავის ადრეულ კარიერაზე ისაუბრა და გაამხილა, რომ პრემიერ ლიგაში თამაში მისი ოცნება იყო.
მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა...
მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა გადაწყვეტილი მქონდა და მათ თანხმობაც შევუთვალე, რადგან ფერგიუსონთან მუშაობა მსურდა, მაგრამ დორტმუნდს ჩემი გაყიდვა არ შეეძლო, რადგან მათ იცოდნენ, რომ თუ დავრჩებოდი მეტ ფულს გამოიმუშავებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ კიდევ 1-2 წელი დამეცადა. - რობერტ ლევანდოვსკი - ბარსელონას ფეხბურთელი
პრემიერ ლიგაში თამაში...
შესაძლოა ცოტათი სინანულის გრძნობა მქონდეს იმის გამო, რომ პრემიერ ლიგაში თამაში ვერ მოვახერხე, მაგრამ როდესაც ჩემს კარიერას ვიხსენებ, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ. არ მაქვს განცდა, რომ თითქოს რაღაცის გაკეთება ვერ მოვახერხე, რადგან ყველა ნაბიჯი ან გადაწყვეტილება რაც მივიღე ამით კმაყოფილი ვარ და მე ამის გაკეთება მინდოდა. -
მომდევნო სეზონი და ლამინე იამალი...
როდესაც ვხედავ, რომ ჯერ კიდევ შემიძლია ახალგაზრდა ფეხბურთელების წინააღმდეგ კარგად თამაში, ეს ნიშნავს, რომ მომავალი სეზონიც შეიძლება ძალიან კარგი იყოს. მე ჯერ კიდევ შემიძლია, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვაჩვენო.
ჩემს თანაგუნდელებთან კონკურენციის გაწევა ძალიან რთულია, მაგრამ შემიძლია მათი დახმარება, ისევე როგორც მათ შეუძლიათ ჩემი დახმარება. მე მათგან ბევრს ვსწავლობ.
ასეთი რაღაც ჩემს ცხოვრებაში პირველად ვნახე, 50 წუთის თამაშის შემდეგ ფეხბურთელში პირველად დავინახე, რომ მას რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება შეეძლო. ლამინე იამალის თამაში გასაოცარია, არ მჯეროდა, რადგან ამ ასაკში ასეთი ტიპის მოთამაშე არ მინახავს, მეგონა, რომ 15 წლის ასაკში მსგავსი რამის გაკეთება შეუძლებელი იყო. -
2020 წლის ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი, რომელიც პანდემიის გამო გაუქმდა...
ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტში ვიყავი, ყველაფერი მოვიგე კლუბთან ერთად, არ ვიცი რატომ ვერ მოვახერხე ოქროს ბურთის მოგება. -
წლევანდელი ოქროს ბურთი გამარჯვებული...
ძალიან ბევრი მოთამაშეა ისეთი, ვისაც ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. ლამინე იამალს წარმოუდგენელი სეზონი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რა არის ოქროს ბურთის მოგებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მას ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს, წელს თუ არა ეს შესაძლოა მომდევნო წელს მოხდეს.
რაფინიასაც საოცარი სეზონი ჰქონდა. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები აღნიშნული ტიტულის მოგების. -
იურგენ კლოპთან მუშაობა...
როდესაც დორტმუნდში გადავედი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მამა 16 წლის ასაკში დავკარგე და ამის გამო ძალიან ჩავიკეტე, არ მინდოდა ჩემს ემოციებზე საუბარი, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ გავიცანი ადამიანი, რომელიც რთულია მამას შევადარო, მაგრამ ნამდვილად მქონდა მსგავსი ურთიერთობა. შესაძლოა, ამდენი წლის შემდეგ ისეთი საუბარი, როგორიც მენატრებოდა, რომ მამასთან მქონოდა იურგენთან მქონდა.
ეს საუბარი დღემდე მახსოვს, რადგან მან შეცვალა ჩემი ცხოვრება, მან შეცვალა ჩემი საფეხბურთო ცხოვრება. გამოვხატე ჩემი ემოციები, ის სიტყვები ვთქვი, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემში ინახებოდა და ამის შემდეგ თავისუფლება ვიგრძენი, შესაძლოა სწორედ ამის შემდეგ დავიწყე უფრო და უფრო უკეთ თამაში. - რობერტ ლევანდოვსკი - ბარსელონას ფეხბურთელი
When Robert Lewandowski said “yes” to Man Utd in 2012 🤝🔴 pic.twitter.com/ZtPXWXTsb0
— BBC Sport (@BBCSport) August 12, 2025