Belive

მანჩესტერ იუნაიტედს კერიკის შემცვლელად იულიან ნაგელსმანი სურს

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი მაიკლ კერიკის შემცვლელად, იულიან ნაგელსმანს განიხილავს. "ოლდ ტრაფორდზე" ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გუნდმა კომოსთან 4:1 წააგო. "წითელ ეშმაკებს" უკვე ზედიზედ შვიდი მატჩია არ მოუგიათ. კერიკის ხელმძღვანელობით, იუნაიტედმა ბოლო 11 შეხვედრიდან, მხოლოდ ორი მოიგო. იფსვიჩ თაუნთან და საბაჰთან.

The Telegraph-ის ცნობით, ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, პრემიერ ლიგაში, მუშაობის წინააღმდეგი არ არის. მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე, მიუხედავად კერიკის მიმართ მზარდი კრიტიკისა, ინგლისელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ გუნდში მდგომარეობას გამოასწორებს. კვირას, ბორნმუთთან საშინაო მატჩი შესაძლოა, მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს. კერიკისთვის, ამ შეხვედრაში, სამი ქულის მოპოვება იოლი არ იქნება. მანჩესტერს ბორნმუთი სამ წელზე მეტია არ დაუმარცხებია. "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებმა ბორნმუთი ბოლოს, 2023 წლის 20 მაისს დაამარცხეს.

სხვა სტატიები