Belive

"ეს ჩემი ბრალი იყო" - ფაბრეგასმა კომოს გამარჯვების შემდეგ სინანული გამოთქვა

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სესკ ფაბრეგასმა, მანჩესტერ იუნაიტედთან გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, აღიარა, რომ მატჩის მიწურულს, ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, რის გამოც, გუნდმა კარი მშრალად ვერ შეინახა. კომოს მთავარმა მწვრთნელმა, ჯოშუა ზირკზეს მიერ გატანილ გოლზე, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მისი თქმით, ოთხბურთიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ, ფეხბურთელებს თამაშის ტემპის შემცირება დაავალა, რათა სერია ა-ში გასამართი მატჩის წინ, ძალები შეენარჩუნებინათ.

მატჩის ბოლო ათი წუთის გამო ძალიან ვნანობ. სწორედ მე ვუთხარი გუნდს, რომ ტემპისთვის დაეკლო და მოედნის ცენტრში დარჩენილიყო. ამას ვნანობ, რადგან პირველი მე ვარ, ვინც მათგან ყოველთვის ბოლო წუთამდე ბრძოლას ითხოვს. - სესკ ფაბრეგასი

კომო, ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ყურადღებას იტალიის ჩემპიონატზე გადაიტანს. გუნდი შაბათს, საკუთარ მოედანზე, სასუოლოს უმსაპინძლებს. ფაბრეგასმა კი ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავარი გამოწვევა, მომდევნო მატჩშიც, იმავე სათამაშო დონის შენარჩუნებაა.

სხვა სტატიები