Belive

"მანჩესტერ იუნაიტედმა ემილიანო მარტინესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო" - TyC Sports

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინელმა მეკარემ ემილიანო მარტინესმა შესაძლოა ასტონ ვილა დატოვოს, TyC Sports-ის ჟურნალისტის გასტონ ედულის ინფორმაციით 32 წლის მეკარის ტრანსფერზე მანჩესტერ იუნაიტედი აქტიურად მუშაობს. წყაროს ცნობით ოფიციალურად დასტურდება, რომ მოლაპარაკებები დაიწყო. მარტინესი წითელი ეშმაკების მთავარი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის სურვილების სიაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

არგენტინელი მეკარე ასტონ ვილაში არსენალიდან 2020 წელს გადავიდა, მას შემდეგ კი იქ 256 შეხვედრა ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა 70-ჯერ მოახერხა. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.

სხვა სტატიები