მანჩესტერ იუნაიტედის შეთავაზება უარყოფილია - ჩუამენი რეალში რჩება
მანჩესტერ იუნაიტედს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირობებში, მადრიდის რეალისა და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის, ორელიენ ჩუამენის დამატება სურდა. "სამეფო კლუბმა" კი ამ მომენტში სწრაფად იმოქმედა. ფეხბურთელთან ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც, ფრანგი ნახევარმცველის ინგლისურ კლუბში პოტენციურად გადასვლის შესაძლებლობა ავტომატურად გამოირიცხა.
რეალმა ჩუამენის გაყიდვის ყველა თეორიული შესაძლებლობა გამორიცხა. თავის მხრივ, ფრანგ ფეხბურთელსაც სჯერა, რომ "სამეფო კლუბი" სწორედ ის ადგილია, სადაც ის მუდმივად განვითარდება. სწორედ ამიტომ, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანახმება, ყოველგვარი სირთულეების გარეშე შედგა.
Aurélien Tchouaméni se QUEDA 100% en el Real Madrid.
— Diego Gibbs - El Manchester (@DiegoGibbs21) July 8, 2026
NO se unirá al Manchester United.
[@Ramon_AlvarezMM] pic.twitter.com/BrfNVcxmw5
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, ამ გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილია.
პორტუგალიელი სპეციალისტისთვის, სწორედ ფრანგი ნახევარმცველია ის მოთამაშე, რომელიც გუნდის თამაშის ტემპსა და რიტმს აკონტროლებს. დიდწილად, სამწვრთნელო შტაბის ასეთი ნდობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც, ორელიან ჩუამენიმ საკუთარი მომავალი, კვლავ მადრიდის რეალს დაუკავშირა.