Belive

მანჩესტერ იუნაიტედი ფრენკი დე იონგში £71 მილიონს გადაიხდის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონასთან" დიდ ხნიანი მოლაპარაკებების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" უახლოვდება ფრენკი დე იონგის დამატებას. გუნდები შეთანხმდნენ, რომ 71 მილიონი ფუნტის (84 მილიონი აშშ დოლარი) სანაცვლოდ, ნიდერლანდელი ფეხბურთელის ინგლისურ კლუბში თამაში შესაძლებელი იქნება. მიუხედავად ნახევარმცველის დაჟინებული მტკიცებისა, რომ ის არ დატოვებს "ბარსელონას", "იუნაიტედი" დარწმუნებულია, რომ ფრენკი მზადაა "ოლდ ტრაფორდზე" თამაშისთვის. GOAL-ის ინფორმაციით, მოსალოდნელი იყო, რომ  მოლაპარაკებები გაჭიანურდებოდა. 25 წლის ფეხბურთელს არასდროს სურდა კატალონიურ კლუბთან დაშორება, მაგრამ ჰოლანდიელი განიხილება, როგორც გადამწყვეტი როლის შემსრულებელი ტენ ჰაგის გეგმებში. ერიკს სურს  "იუნაიტედში" დანერგოს იგივე სისტემა, რაც "აიაქსში" ჰქონდა და დე იონგი ამისთვის საჭირო ფეხბურთელია.
"იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ არნოლდი და საფეხბურთო დირექტორი ჯონ მორტოუ არ გაყვნენ გუნდს ტაილანდსა და ავსტრალიაში ტურნეზე. ისინი ბარსას ჩინოვნიკებს შეხვდნენ კატალონიაში და დე იონგის გარიგების დასასრულებლად მოლაპარაკებები გამართეს. "ბარსას" მიერ  რაფინიას დამატებამ დე იონგის გაყიდვის შანსები გაზარდა.

სხვა სტატიები