Belive

ენდი კოული: ,,არ მესმის, რატომ გადაიხადეს ანტონის სანაცვლოდ ამხელა თანხა''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილმა თავდამსხმელმა, ენდი კოულმა, ,,წითელი ეშმაკების'' შემტევზე, ანტონიზე, ისაუბრა. ინგლისელის თქმით, ,,იუნაიტედმა'' მაიკლ ოლისეს ტრანსფერზე უნდა იმუშაოს:

,,არის თუ არა ოლისე ანტონიზე უკეთესი? აუცილებლად! მახსოვს, ცოტა ხნის წინ დუაიტ იორკის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ამბობდა, რომ ანტონიზე გული სწყდებოდა და გარკვეულწილად, მის გამო მეც ვწუხვარ. დღემდე არ მესმის, რატომ გადაიხადეს მის სანაცვლოდ ამხელა თანხა. შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ ის ახალგაზრდაა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რითაა გამორჩეული.

ოლისეს მანჩესტერ იუნაიტედისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია, რადგან კრეატიული ფეხბურთელია, გოლებს იტანს და მომენტებს ქმნის. თუ ეს ტრანსფერი შედგება, ამან შეიძლება გუნდი სწორი მიმართულებით წაიყვანოს.'' - ენდი კოული

,,მანჩესტერ იუნაიტედმა'' ანტონი ამსტერდამის ,,აიაქსიდან'' 2022 წელს, 95 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა.

ბრაზილიელი ფეხბურთელის ანგარიშზე ,,წითელი ეშმაკების'' მაისურით ჩატარებულ 66 შეხვედრაში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები